
"არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია "მოქალაქეების" სახელით, მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი," - გამოაცხადა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე.
ელისაშვილის თქმით, მას საკმაოდ მძიმე ბრძოლა ელის, თუმცა ხალხის იმედი აქვს და განსაკუთრებულ პრიორიტეტს რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობას ანიჭებს.
თქვენ ხართ ის საქართველო, რომლის წინაშეც მე მაქვს უზარმაზარი ვალი. უფრო მეტი ოპტიმიზმით უფრო მეტი თანადგომით, უფრო მეტი სიბრძნით, უფრო მეტი შეუპოვრობით გვინდა ეს ვალი დავაბრუნოთ და გვინდა ისეთი საქართველო ავაშენოთ, ბოლოს და ბოლოს, სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ ღირსეულად, - მიმართა მან შეკრებილ საზოგადოებას.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ელეკო ელისაშვილმა ხმათა 17,6%-ით, კახი კალაძის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.