
"გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს" - ქართულად, ამ სიტყვებით ულოცავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
უკრაინის პრეზიდენტი ქართველ ერს თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში ყოფნას უსურვებს:
დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყვნენ თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში.
მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილსაც, რომელიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაშია. ჯერჯერობით!
საქართველო ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუძლეველია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.