უკრაინის ომი არ უნდა გადაიზარდოს გაყინულ კონფლიქტში, ვაპირებ პუტინთან დალაპარაკებას - შოლცი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომი არ უნდა გადაიზარდოს გაყინულ კონფლიქტში - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  ესტონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის ვიზიტით იმყოფებოდა. 

„ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიან მშვიდობაზე და ასეთი მშვიდობის გასაღები რუსული ჯარების გაყვანაა“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, აპირებს პუტინთან სატელეფონო საუბარს.

"ჩვენი ბოლო სატელეფონო კონტაქტიდან უკვე გავიდა გარკვეული დრო. მე ვაპირებ პუტინთან ხელახლა დალაპარაკებას შესაბამის დროს", - თქვა შოლცმა.

კრემლში აცხადებენ, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ წინადადება გერმანული მხრიდან სასაუბროდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი