რუსეთი უკრაინას აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე, Storm Shadow-ს რაკეტებით თავდასხმაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი უკრაინას დროებით ოკუპირებული მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე, Storm Shadow-ს რაკეტებით თავდასხმაში ადანაშაულებს. სამთავრობო RIA-ს მტკიცებით, ე.წ. დონეცკის "სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებიდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ქარხნის მახლობლად, უკრაინულმა ჯარმა ორი Storm Shadow გაისროლა.

ქალაქის ე.წ. მერის, ოლეგ მორგუნის ინფორმაციით, რომ წინასწარი მონაცემებით, დაბომბვისას არავინ დაშავებულა და არც ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

შეგახსენებთ, Storm Shadow-ს რაკეტები უკრაინას დიდმა ბრიტანეთმა მაისის დასაწყისში გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი