დნიპროში, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროში საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. დაშავებულთაგან 13 კვლავ კლინიკაში რჩება, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე სამძებრო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

26 მაისს ოკუპანტებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს, 27 მაისს, დნიპროში გლოვის დღე გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი