უკრაინა მზადაა კონტრშეტევის დასაწყებად - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა განახორციელოს. ამის შესახებ დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კონტრშეტევის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ის შეიძლება "ხვალ, ზეგ ან შემდეგ კვირას დაიწყოს".

როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინის მთავრობას კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილებაზე "შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს", რადგან მისი თქმით, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც არ შეიძლება უკრაინამ დაკარგოს.

კითხვაზე, მზადაა თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევისთვის, მან თქვა: "ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ისევე, როგორც ჩვენ მზად ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ დროს".

ინტერვიუში დანილოვმა დაადასტურა, რომ ვაგნერის ძალები ქალაქ ბახმუტს ტოვებენ, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკრაინასთან ბრძოლას წყვეტენ. როგორც დანილოვმა თქვა, ვაგნერის ჯგუფები ქალაქს გადაჯგუფებისთვის ტოვებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი