პრეზიდენტისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა ეწოდებინათ ნახევრად ფრანგი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი.

[...]

შეურაცხმყოფელია ჩემთვის ჩვენს დიასპორას ვუწოდო ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელია იქნებოდა ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ.

ქალბატონი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დიასპორის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში მოვახვედროთ, არათუ პარლამენტში ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიო დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად.

თქვა საქართველოს პრემირმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი