"დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს - დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა რაც ძალიან საშიშია.
ასეთ ვითარებაში მინდა ყველას გკითხოთ, გავხსნათ დისკუსია - პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის და ამაყი ქართველი ხალხის ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ პირველ რიგში ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამას, ვფიქრობ, ძალიან წარმატებით ვახერხებთ და ჩვენ ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს"
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.