
ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენ ამ დღეს, მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი ბატონი დავით ზანთარაია, მინდა, მას მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს უპასუხა, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ 26 მაისს და დღეს, დიასპორის ფურუმზეც, პროტოკოლი დაირღვა.