
ჩვენმა ხელისუფლებამ, რამდენიმე წლის წინ, ჩვენივე ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ დიასპორაზე ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება. ამით ჩვენ ვაღიარეთ პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა პრეზიდენტის ინიციატივაზე - საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო დიასპორის ერთი წარმომადგენელი, აღნიშნა, რომ არა თუ პარლამენტშია წარმოდგენილი, არამედ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი არის საქართველოს პრეზიდენტი.
"ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მინიმუმ ერთი წარმომადგენელი დიასპორის პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება,“ თქვა ღარიბაშვილმა.