"ჩვენი ოპოზიცია და სხვებიც გვეუბნებიან, რომ დააწესეთ სანქციები, რუსეთს დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები, შეწყვიტეთ ვაჭრობა, ფრენები რატომ აღადგინეს, აღადგინეს - ჩვენ არ აღგვიდგენია, შეწყვეტილი იყო მანამდე, მათი გამოისობით სხვათა შორის, ოპოზიციის გამოისობით და ა.შ. უვიზო რეჟიმი რატომ შემოიღეს...
ეკონომიკური აღმავლობა რაც გვაქვს და განვითარება და მშვიდობა და სტაბილურობა, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და ამდენი სამუშაო ადგილი რომ იქნება, ხალხმა რომ ამოსუნთქა და დოვლათი იქმნება ქვეყანაში, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და შევუერთდეთ უკრაინის გამო, უკრაინის ომის გამო დაწესებულ სანქციებს.
ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო? ვინმემ დააწესა? ან წინა ხელისუფლება გამოვიდა და თქვეს, რომ არ გვინდა ვაჭრობა რუსეთთან?"
თქვა ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.