რუსეთის მოთხოვნები ადასტურებს მათი ხელმძღვანელობის ქმედუუნარობას, მხოლოდ უკრაინის პირობებია რეალისტური - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოთხოვნები რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა, ადასტურებს რუსეთის ხელმძღვანელობის იურიდიულ და ფაქტობრივ ქმედუუნარობას. ამიტომ, მხოლოდ უკრაინის პირობებია რეალისტური:

  • უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან ყველა ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანა;
  • საბოლოო აღიარება იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ სუვერენიტეტის სრული მასშტაბები;
  • ომის დამნაშავეების და ომის ავტორების ექსტრადიცია;
  • რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დემილიტარიზაციის ზონის (ბუფერული ზონის) კონსოლიდაცია;
  • შეტევითი იარაღის შემცირება (შორი დისტანციის რაკეტები);
  • საერთაშორისო კონფერენცია რუსეთის ფედერაციის ბირთვულ არსენალზე კონტროლის ორგანიზების შესახებ;
  • რეპარაციების გადახდის კანონიერად ფიქსირებული პროგრამა, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ სხვა ქვეყნებში ჩამორთმეული რუსული აქტივების ნებაყოფლობითი დათმობა.

წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი