"რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება", დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა. ეს ადამიანები ხელისუფლებაში არ არიან და ყოველ დღე ამბობენ, რომ უნდა გავაგზავნოთ ჯარი თუ რა ვიცი, რას ამბობენ, სამხედრო დახმარება, სანქციები დავაწესოთ. პირდაპირ პროვოცირებენ, ომში ჩართვა უნდათ ამ ადამიანებს. ეს არის ომის პარტია, ამათ შემთხვევით არ დავარქვით ომის პარტია და ეს წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში არიან 10 წელი უკვე, აგებენ ყველა არჩევნებს, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ესენი ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, რას იზამდნენ ხომ ? ქვეყანას გადაწვავდნენ, იტყოდნენ, რომ მერე რა, აი კიდევ დავიჩაგრეთ. აღარ გვინდა ეს ამდენი დაჩაგვრა, წაგება, დაპყრობა, ჩვენ გვინდა გამარჯვება ხალხო, ქართველ ხალხს დღეს სჭირდება გამარჯვება, განვითარება, გაერთიანება სჭირდება ქვეყანას.
ამიტომ, მიუხედავად ამდენი მავნებლებისა, ამდენი მტრებისა, შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, ჩვენი გუნდი არის ერთიანი ძლიერი და ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ამ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს”,
განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას