"ალბათ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა" - ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს რომ პუტინი თავის სკანდალურ განცხადებაში, "სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა" -  საუბარია რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც ის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა  და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ მიიღო:

"ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონია ამის თაობაზე მოლაპარაკებები. ჩვენ ძალიან ბევრი დიასპორის წარმოდგენილიყო ვიცით, რომ ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მთავარზე მინდა გააკეთოთ თქვენ აქცენტი, თუ ვინმე ითხოვდა ფრენების აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი... ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას" ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან.  

მეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ აყენებდა საკითხს ფრენების გაუქმებასა და ნორმალურ საჰაერო გადატანის განახლებაზე და ჩვენ ეს საპასუხო ნაბიჯები გადავდგით - განაცხადა გუშინ, 26 მაისს ვლადიმერ პუტინმა და დაამატა, რომ ქართული საზოგადოებისგან ამ ნაბიჯის საპასუხოდ, მადლობას ელოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი