უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიაში ამერიკული M1 Abrams-ის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს - NYT

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიაში ამერიკული M1 Abrams-ის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს - ამის შესახებ New York Times პენტაგონის წარმომადგენლის, გარონ ჰარნის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობითვე, 12 მაისს შეერთებულმა შტატებმა 31 ტანკი გაგზავნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებისთვის.

„პირველმა 400-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა დაიწყო მომზადება გერმანიაში ამერიკული M1 Abrams-ის ტანკების ოპერირებისა და შესანარჩუნებლად“, - წერს NYT.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი