კვირას, 28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნდა:

28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.

თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს  მონაცემებით, 14 მაისს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, თუმცა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პირველი ტური ერდოღანის უპირატესობით დასრულდა, მან ხმების 49.52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი  44,88%.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც, ერდოღანის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

მემარჯვენე ალიანსის კანდიდატმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 5.17%-ით მესამე ადგილას გავიდა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ის მეორე ტურში მხარს ერდოღანს დაუჭერს.

თურქეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნება და 17:00 საათზე დაიხურება. მოსალოდნელია, რომ შედეგები 21:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი