რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონული  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს , დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. 

"მტერი აგრძელებს ხარკოვის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. დღეს, დაბომბვის შედეგად კუპიანსკის რაიონში, შიპუვატეში 61 წლის ქალი გარდაიცვალა. ასევე დაიჭრა 60 წლის კაცი . ის საავადმყოფოში გადაიყვანეს" - წერს სინეგუბოვი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი