
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ამომრჩევლებს მოუწოდა რომ "არ ჩაიდინონ ცოდვა" მოქმედი პრეზიდენტის, ერდოღანისთვის ხმის მიცემით, არჩევნების მეორე ტურში.
"გეშინოდეთ ყოვლისშემძლის, როცა მიდიხართ არჩევნებზე. არ ჩაიდინოთ ცოდვა ერდოღანისთვის ხმის მიცემით", - თქვა ქილიჩდაროღლუმ
თურქეთის მმართველი პარტიის "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის სპიკერმა, ომერ ჩელიკმა ქილიჩდაროღლუს ეს მოწოდება დაგმო და თქვა, რომ ეს განცხადებები ქვეყანაში "სამხედრო გადატრიალების აქტივიზმია".
შეგახსენებთ, რომ თურქეთში არჩევნების მეორე ტური კვირას, 28 მაისს გაიმართება.