
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ვილნიუსის ყოველწლიურ რუსულ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის, სანამ ქვეყანას მისი ამჟამინდელი რეჟიმი მართავს.
"რუსეთიდან მომდინარე საფრთხე კრემლის რეჟიმის პირობებში გრძელდება, სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლებაშია, ევროპასა და მსოფლიოში ვერავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ", - თქვა მან
ლანდსბერგისის თქმით, მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაგრძელება.