სამხრეთ კორეაში, ფრენის დროს კაცმა თვითმფრინავის კარი გააღო, რადგან "ჰაერი სჭირდებოდა"

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეაში დააკავეს კაცი, რომელმაც  თვითმფრინავში, ფრენის დროს კარი გააღო. თვითმფრინავს ღია კარით რამდენიმე წუთის განმავლობაში მოუწია ფრენა. ბორტზე 194 მგზავრი იმყოფებოდა. რამდენიმე მგზავრმა გონება დაკარგა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

კაცი დაკითხვისას ამტკიცებდა, რომ მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო, ჰაერი სჭირდებოდა, რადგან სამსახურის დაკარგვის გამო სტრესს განიცდიდა. 

როგორც თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს ბორტგამცილებლებმა ვერ შეძლეს  კაცის შეჩერება, რადგან თვითმფრინავი დაშვებას აპირებდა.მათივე თქმით, კაცმა კარის გაღების შემდეგ თვითმფრინავიდან გადმოხტომაც სცადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი