დანიამ უკრაინისთვის 133 მლნ დოლარის საინვესტიციო ფონდი შექმნა

გამოქვეყნდა:

დანიამ უკრაინისთვის 133 მლნ დოლარის საინვესტიციო ფონდი შექმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, უკრაინისთვის შექმნილი სპეციალური საინვესტიციო ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც მოიცავს საუკეთესო დანიურ ტექნოლოგიებს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის.

დანიის მთავრობა გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ლიმიტებიც და გააფართოოს უკრაინის ფინანსური დახმარების პროგრამაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი