90-იან წლებში ორი ომი გვქონდა სამოქალაქო და მერე 2008 წელს რუსეთთან! - ეს პრემიერის სიტყვებია კატარის ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ნათქვამი. რა იგულისხმა ირაკლი ღარიბაშვილმა? ისტორიკოსები პრემიერს ახსენებენ, რომ ქვეყანამ, 90-იან წლებში ერთი სამოქალაქო ომი გადაიტანა, მეორე ომი კი საქართველოს, ასევე 90-იან წლებში, ოკუპანტ რუსეთთან ჰქონდა და ამ სასტიკი ომის შემოქმედი სწორედ კრემლი იყო.