"საქართველო" Грузія-ს ნაცვლად - რადამ საქართველოს ისტორიული სახელის გამოყენებაზე, კანონპროექტი დაარეგისტრირა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, უკრაინულ ენაზე საქართველო აღარ იქნება "Грузія"  და მას ისტორიული სახელით - "საქართველოთი" შეცვლიან. 

რადას ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ინიციატივას არაერ დეპუტატს ეკუთვნის. რეზოლუციის პროექტი რეგისტრირებულია ნომრით 9329.

"უკრაინაში ქვეყნის ოფიციალური და ისტორიული სახელწოდების "საქართველოს" გამოყენების მიზნით, უკრაინის უმაღლეს რადას განკარგულება აქვს: უკრაინაში ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ მიმოწერასა და კომუნიკაციაში, Грузія-ს ნაცვლად ისტორიული სახელწოდება "საქართველო" გამოიყენოს, შესაბამისად, ქართველ ხალხს (ქართველებს) ეწოდოს ქართველები"  - ნათქვამია დოკუმენტში

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 მაისს უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადაში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც უკრაინამ ოფიციალურად უნდა გამოიყენოს საქართველოს ისტორიული სახელი - საქართველო! 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი