ჩემი ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ლუკაშენკო კლინიკაში გადაიყვანეს - ბელარუსი ოპოზიციონერი

გამოქვეყნდა:

ბელარუსელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვალერი ცეპლაკო აცხადებს, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კრიტიკულ მდგომარეობაში მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

"ჩვენი ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. . მაქსიმალური ძალისხმევა გაკეთდა მის უკან დასაბრუნებლად, თუმცა ექიმების შეფასებით ლუკაშენკოს მდგომარეობა არატრანსპორტირებადია", - დაწერა ცეპლაკომ.

მოგვიანებით ცეპლაკომ თქვა, რომ  რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცენტრალურ დირექტორატში ლუკაშენკოს კლინიკაში გადაყვანას სამედიცინო შემოწმებით ხსნიდნენ.

ცნობისთვის, ბოლო დროს ინფორმაცია ვრცელდება, რომ ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

9 მაისის ბელარუსის პრეზიდენტი ღონისძიებისთვის მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მან პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო, მიზეზად სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდებოდა. 

გარდა ამისა, მინსკში ლუკაშენკოს გამარჯვების დღეს ტრადიციული სიტყვით გამოსვლა არ ჰქონია. მედია მაშინაც წერდა, რომ ლუკაშენკომ გამოსვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. მოგვიანებით, მედიაში გავრცელებულ ცნობებს თავად ლუკაშენკო გამოეხმაურა და თქვა, რომ სიკვდილს ჯერ  არ აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი