
ჩრდილოეთ პაკისტანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე, 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბიჭი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებს ართულებს ტერიტორიის მდებარეობა და რთული რელიეფი. ოპერაციაში ჩართულია ორი სამხედრო ვერტმფრენი.
მომხდარს პაკისტანის პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა და თქვა, რომ უბედურმა შემთხვევამ "დიდი მწუხარება გამოიწვია".
"კლიმატის ცვლილების გამო ასეთი ინციდენტები პაკისტანში იზრდება. მთელმა მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა და დაიცვას განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა პაკისტანი, ამ მავნე ზემოქმედებისგან", - დაწერა მან.