მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ.
მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები. იმედია, ასეთი არ იქნება ეს განცხადებები
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, 31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.