
"სანამ წავა [პრეზიდენტი] 31-ში შეხვედრაზე, ეს ერთი საკითხი მაინც უნდა წაიღოს გადაწყვეტილად", - ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია "მთავარ არხთან" საუბრობს.
ადამიანია ისეთი, რომელიც მართლა უნდა ეამაყებოდეს ჩვენს ერს ასეთი ადამიანები. არა იმიტომ რომ ის სოხუმელია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელით ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ამ პიროვნებას. უსამართლოდ არის დასჯილი ეს პიროვნება, მისი სიმართლის თქმა ყოველ ნაბიჯზე, ყოველ გადაცემაში მიუღებელი იყო ზოგიერთი პიროვნებებისთვის ალბათ და თუ ადამიანს კაცის დასჯა უნდა, დანაშაულის შეკერვას რა უნდა. თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება.
თუ შეუძლია ამ მოქმედებას ქალბატონი პრეზიდენტისა, რომ გზა გაგვიხსნას იქითკენ, საითაც ჩვენი ახალგაზრდობა მიისწრაფის, მათი მომავლის უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, სანამ წავა ის 31-ში შეხვედრაზე, მან ეს ერთი საკითხი მაინც უნდა წაიღოს გადაწყვეტილად, - ამბობს ჯულიეტა ჭანტურია.