თბილისის ანძის მოდერნიზაცია | კალაძის კიდევ ერთი შეუსრულებელი, 2018 წელს გაცემული დაპირება

გამოქვეყნდა:

კახა კალაძის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება - თბილისის ანძის მოდერნიზაცია არ დაწყებულა. რატომ არ შეასრულა მერმა 2018 წელს გაცემული დაპირება. მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის ანძას მომგებიან ტურისტულ ადგილად აქცევდა და ათეულობით ადამიანს დაასაქმებდა, არც კი დაწყებულა.

მოგვიანებით კალაძემ პროექტის გაჭიანურება პანდემიით ახსნა, ახლა კი მერიაში ამტკიცებენ, რომ ანძის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა და ამ ეტაპზე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი