ავსტრიის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 2 მლნ ევროს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

ავსტრიის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 2 მლნ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის კანცლერი კარლ ნეგამერი ავრცელებს.

მისივე თქმით, თანხები სლოვენური ორგანიზაცია "International Trust Fund"  ანგარიშზე გადაირიცხება. 

"ყველაფერი იგივე რჩება: არცერთი ავსტრიელი ჯარისკაცი არ დადგამს ფეხს უკრაინის მიწაზე, სანამ ის საბრძოლო ზონაა. ჩვენ დავეხმარებით განაღმვის ზონაში ფინანსური მხარდაჭერით და გამოვუყოფთ 2 მილიონ ევროს განაღმვისთვის", - ნათქვამია კანცლერის წერილში

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ შალენბერგმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა მტკიცედ დგას უკრაინისა და უკრაინელების მხარეს, რომელიც რუსული აგრესიის ყოველდღიური მსხვერპლია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი