თურქეთის პრეზიდენტი ისევ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იქნება | ოფიციალური შედეგები ცნობილია

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი ისევ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იქნება. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით,  მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 52.14 % მეტი მიიღო. 

ერდოღანის მომხრეებმა სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და გამარჯვებას აღნიშნავენ.

ქირიჩდაროღლუსა და ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. 

ცნობისთვის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თურქეთს. 1970-80-იან წლებში ერდოღანი აქტიურად იყო ჩართული ისლამისტურ წრეებში და შეუერთდა პრო-ისლამურ კეთილდღეობის პარტიას.

1990-იან წლებში პარტიის პოპულარობის ზრდითს მიზნით, კი ის სტამბოლის მერობის კანდიდატად აირჩიეს, თუმცა მისი მერობა სწორედ მაშინ დასრულდა, როდესაც ის რასობრივი სიძულვილის გაღვივებისთვის, ნაციონალისტური ლექსის საჯაროდ წაკითხვის გამო, გაასამართლეს. ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ ის პოლიტიკაში დაბრუნდა, თუმცა მისი პარტია თანამედროვე თურქული სახელმწიფოს მკაცრი სეკულარული პრინციპების დარღვევის გამო აიკრძალა.

2001 წელს მან დააარსა ახალი, ისლამისტური ფესვების პარტია, სამართლიანობისა და განვითარების პარტია, რომელმაც 2002 წელს საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა და მას შემდეგ ქვეყანას მართავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი