აქცია "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" | მზადება რუსთაველის გამზირზე

გამოქვეყნდა:

აქცია "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ევროპული საქართველო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აქციისთვის ემზადებიან.

ორგანიზატორებმა შსს-ს მხრიდან რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, სცენა მაინც ააწყვეს. ადგილზე ასევე დამონტაჟდა ეკრანები, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმები, რითიც აქციის ორგანიზატორები "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდებიან.

სწორედ ამავე ეკრანებიდან მიმართავენ ადგილზე შეკრებილებს საქართველოს ეროვნული გმირები, პირველი რესპუბლიკის შემქმნელები და თავისუფლებისთვის მებრძოლები. 

"150 წლის წინ, 100 წლის წინ და დღესაც, რუსეთის მოკავშირეობა და რუსეთის ბანაკში ყოფნა ნიშნავს რუსეთის ვასალობას. და ნიშნავს საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას, საკუთარ თავისუფლებაზე უარის თქმას, უბედურებას, მსხვერპლს და ჯოჯოხეთში ცხოვრებას, რაც გამოვიარეთ 1921 წლის შემდეგ. ყველა, ვინც საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს, არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების მოღალატე. ყველა, ვინც ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ რუსეთთან ერთად ყოფნით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წინ წაიყვანს, უსინდისოდ იტყუება. დღეს ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ ემთხვევა საქართველოს ღია მტრების არგუმენტები ჩვენი მთავრობის არგუმენტებს", - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი