"ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება" რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის შემდეგ | ხელისუფლების მორიგი სატყუარა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო სახიფათო ხდება ქვეყნის არსებობისთვის. განცდა და შიში, რომ ხვალ შესაძლოა ქართული სახელმწიფოებრიობა საერთოდ გააუქმონ, მისი სუვერენიტეტი ოკუპანტ რუსეთს ჩააბარონ და იურიდიული სტატუსი კვაზი სამართლებრივ წარმონაქმნამდე დაიყვანონ - სულ უფრო საშიშ კონტურებს იძენს.

მოდით უფრო ღრმად გავშალოთ ეს თემა - შემთხვევითი არაა, რომ აფხაზეთის პრობლემაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე სისტემატიურად ახსენებს მონაკოს, მდიდარ ქალაქს, რომელიც სულ ახლო წარსულში რუსი ოლიგარქების გასართობი პუნქტი იყო. საქმე იმაშია, რომ მონაკოს მართალია თავდაცვა და სამხედრო ფუნქციები საფრანგეთისთვის აქვს დათმობილი, მაგრამ ის სუვერენული ქვეყანაა, გაეროს წევრი და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკით.

როცა საქართველოს პრემიერმინისტრი ჩვენს აფხაზ მოქალაქეებს მონაკოს პირდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ფულთან და ინვესტიცებთან ერთად - მათ შორის ამაზეც აკეთებს მინიშნებას, რაც სრული კატასტროფაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, და სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის. ეს კაპიტულაციაა.

არის კიდევ ერთი ნიუანსი, ზოგჯერ საჯაროდ, და უფრო ხშირად, პოლიტიკურ კულუარებსა თუ მხარდამჭერებთან დახურულ შეხვედრებზე - "ოცნების" ლიდრები აპელირებენ იმაზე, რომ რუსეთთან არგაღიზიანების პოლიტიკით და დათმობებით მიაღწიეს პირდაპირ ფრენებს და უვიზო მიმოსვლას, და  შემდეგი დათმობა კრემლის მხრიდან სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით იქნება.

აი აქ კი ლოგიკურ აბსურდში შევდივართ:

  1. ამგვარი დაპირება და სატყუარა კრემლიდან ყოევლთვის იყო, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფების მისამართითაც, და კიდევ უფრო პრორუსული ხელისუფლების მისამართითაც, რომელმაც ქვეყანა დსთ-ში შეიყვანა. შედეგი ამ მიდგომას არასდროს მოუტანია, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის მხოლოდ სატყუარაა.
  2. პოლიტიკა, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" ატარებს, თავის შინაარსით კაპიტულანტურია. მით უმეტეს, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ახალ იმპერიაზე მეოცნებე პუტინს რამე დათმოს, როცა აქეთ სთავაზობს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს დარჩენილი 80% ის ოკუპაციას, თანაც ყოველგვარი ომისა თუ დამატებითი თავის ტკივილის გარეშე.
  3. ეს პორპაგანდისტული სატყუარა კრემლში კარგად დამუშავებული ფისქოლოგიური იარაღია, ისევე როგორც ომით საკუთარი ხალხის დაშინების რიტორიკა, და ისევე როგორ მოსახლოების დეზორიენტაციისა და ერთმანეთზე გადაკიდების რიტორიკა. და ვინც ამ ინსტრუმენტებს იყენებს და მთელი ათი წელია, ამას აკეთებს, მას სულ სხვა მოტივაცია ამოძრავებს, და არა ქვეყნის ინეტერსები. 
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი