ამ დროისთვის, თურქეთში ხმების 20%-ზე მეტია დათვლილი | ლიდერობს ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - ხმის მიცემა შეწყდა. თურქული მედიის ცნობით, უკვე დათვლილია ხმების 20%-ზე მეტი.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ლიდერობს. 

ცნობისთვის, საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 60 მლნზე მეტმა ადგილობრივმა ამომრჩეველმა 191 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

 მოქალაქეები არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის აკეთებდნენ. 

მოსალოდნელია, რომ შედეგები თურქეთის დროით 21:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს  მონაცემებით, 14 მაისს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, თუმცა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პირველი ტური ერდოღანის უპირატესობით დასრულდა, მან ხმების 49.52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი  44,88%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი