მიტოვებული ქუთაისი - ფუნქციის გარეშე დატოვებული ისტორიული ქალაქი

გამოქვეყნდა:

პარლამენტი, მთავრობის სახლი, აუდიტის სამსახური, საგზაო დეპარტამენტი და სემეკი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სახელმწიფო უწყებებისა, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქუთაისიდან თბილისში დააბრუნა და ამით საქართველოს მეორე დედაქალაქს საერთოდ დაუკარგა ფუნქციაც და მომავალიც.

ერთ დროს აქტიური სახელისუფლებო შენობები დღეს მიტოვებული და ცარიელია. პერსპექტივისა და  სამუშაო ადგილების გარეშეა დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობაც. 

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ფუნქცია კი პროვინციული ადმინისტრაციული ცენტრის დონეზეა დასული. აქაურების მთავარი საზრუნავი ახლა მომავლის გარეშე დარჩენილი ქალაქიდან გაქცევაა

ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ქუთაისს ყველა ის საარსებო წყარო გადაუკეტა, რომელსაც შეეძლო უძველესი ქალაქისთვის ახალი სიცოცხლე დაებრუნებინა.

რაც  ქუთაისისთვის არ დაიშურეს - ეს დაპირებები იყო: ელექტრომობილების ქარხანა, სპორტის სასახლე, სარაგბო და საფეხბურთო სტადიონები, ოლიმპიური საცურაო აუზი... ყველა ეს ობიექტი წლების შემდეგაც კი მხოლოდ სარეკლამო ბანერებზე რჩება.

ერთადერთი რაც ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან მერვე წელს აქ ააშენა - ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საცხოვრებელი კორპუსია, რომლის საერთაშორისო დონის სასწავლებლად გადაქცევას ამ ტემპებით კიდევ არაერთი ათწლეული დასჭირდება. 

ქუთაისელების ნდობის მანდატი ხელისუფლებამ ამოწურა. ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას აპირებს, რომელიც ქალაქს ისტორიულ ფუნქციას და მომავლის რწმენას დაუბრუნებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი