ქართველი ხალხი ერთ მხარეს, მისი ხელისუფლება სულ სხვა მხარეს - "ქართულმა ოცნებამ" ხალხის, კონსტიტუციისა და ისტორიის საპირისპიროდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთიდან ჩრიდოლეთისკენ უკვე ღიად შეატრილა.
თუკი ანტიდასავლური განცხადებები და რუსული რიტორიკის გამეორება "ოცნებისთვის" აქამდე შიდა მოხმარების პროპგანდისტული ინსტრუმენტი იყო, გასულ კვირას პირველად მოხდა ისე, რომ მთლად ქვეყნის პრემიერმა საერთაშორისო ტრიბუნიდან ლანძღა დასავლეთი.
ღარიბაშვილმა ის თქვა, რასაც, მაგალითად, ლუკაშენკო იტყოდა, ვინმეს საერთაშორისო ტრიბუნასთან რომ მიეშვა. მალე კი ალბათ ჩვენს მოქმედ პრემიერსაც დაუდგება იგივე პრობლემა, რისი პირველი ნიშანიც გამოჩნდა - თბილისში ჩამოსულმა ნატოს რეგიონულმა წარომადგენელმა ისე დატოვა საქართველო, რომ პრემიერთან დიდი ხნით ადრე ჩანიშნული შეხვედრა აღარ შედგა, და ისე რომ განმარტებები არც ერთი მხრიდან გაკეთებულა.
ქართული სახელმწიფო რომ კომაშია და ქვეყანას არათუ დახმარება, პირდაპირ გადარჩენა სჭირდება - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშიდანაც გამოჩნდა. მოკლედ, შინ თუ გარეთ, მაღალი ტრიბუნა იქნება ეს თუ პოლიტიკის შავ ბენლი კურლუარები, ყველგან ერთი და იგივე რეალობა იკვეთება - დღეს ჩვენს ქვეყანას გადარჩენა სჭირდება, თან რაც შეიძლება სწრაფად, თორემ ხვალ, შესაძლოა, ეს ქვეყანა აღარც კი იყოს, და მისგან მხოლოდ კვაზი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი დარჩეს - ანდა სულაც რუსეთის ჩამოშლილ იმპერიას მიუერთოს.