ისტორიული არჩევნები თურქეთში | როგორ მიმდინარეობს ხმების დათვლა - თენგო გოგოტიშვილი სტაბოლიდან

გამოქვეყნდა:

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. როგორც ამ მომენტისთვის არსებული სურათით იკვეთება, პრეზიდენტ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდება, რადგან მოქმედი პრეზიდენტი მცირე უპირატესობით უსწრებს ოპოზიციის საერთო კანდიდატს. თუმცა ცხადია ეს მხოლოდ ფრაგმენტია ამ დროისთვის დათვლილი მონაცემებისა.

ოპოზიციის მხარდამჭერი 400 000 მოხალისე მეორე ტურზე დამკვირვებლად დარეგისტრირდა საარჩევნო უბნებზე. ადგილობრივი ანალიტიკოსები სახელისუფლებო რესურსის არნახულ გამოყენებაზე საუბრობენ. მათ შორის სტამბოლის ოპოზიციონერი მერის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის 3 საქმე, საერთოდ დაჭერილია რამდენიმე ქალაქის ოპოზიციონერი მერი. ქართველი ამომრჩევლისთვის კარგად ნაცნობი ეს მოცემულობა, ცხადია მთავარი დაბრკოლება იყო ოპოზციური კანდიდატისთვის.

თენგო გოგოტიშვილი სტამბოლიდან ადევნებს თვალს თურქეთის ისტორიულ არჩევნებს, რომელმაც ძალიან ბევრი შეიძლება შეცვალოს რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც...

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი