რაოდენ არასანდოა პუტინი, როგორც მოკავშირე - ეს ალბათ ყველაზე უკეთ მისმა ჯერჯერობით ერთადერთმა ოფიციალურმა მოკავშირემ იცის, ლუკაშენკომ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისევ გაუჩინარდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში, როცა პუტინთან აუდიენციის შემდეგ ლუკაშენკო რამდენიმე დღით ქრება საჯარო სივრციდან.
ძნელი სათქმელია, გაუმასპინძლდა თუ არა პუტინი მას ჩაით, მაგრამ აი ბირთვული არსენალი კი მიართვა ბელარუსის პრეზიდნეტს, ოღონდ ცხადია თან მიაყოლა თავისი არმია, რომელიც ახლა ბელარუსის ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად გაიდგავს ჩექმებს. ის ქვეყნებიც კი, რომელთაც აქამდე რუსეთის სივრცეში მოიაზრებდნენ, უკვე ღიად დასცინიან ბელარუსის ლიდერს, რომელმაც ფორმულით ორი ქვეყნა ერთი სახელმწიფო, ფაქტობრივად გააუქმა თავისივე ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
კიდევ ერთი დეტალი, ლუკაშენკომ პუტინის ამ საჩუქრის შესახებ, როგორც ჩანს ბოლომ გაიგო. არსენალი კი იმ ბელგოროდის საცავიდან წამოიღეს, სადაც გასულ კვირას ანტიპუტინისტურად განწყობილმა რუსმა პარტიზანებმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს.