უკრაინელი სამხედროები Storm Shadow-ს 100%-იანი წარმატებით იყენებენ | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სამხედროები Storm Shadow-ს 100%-იანი წარმატებით იყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტელეთონის "Edyny novyny" ეთერში განაცხადა.  

"Storm Shadow-ის ყველა გაშვება ზუსტად ხვდება მიზანს. 100-დან 100. აბსოლუტურად ეფექტურია" - ამბობს რეზნიკოვი

რეზნიკოვის თქმით,  გასულ კვირას თავის ბრიტანელ კოლეგასთან ბენ უოლესთან შეხვედრისას მას ორი უკრაინელი მფრინავი გააცნო, რომლებმაც გამოიყენეს Storm Shadow რაკეტები. მინისტრის თქმით, პილოტებმა უოლასს სუვენირად გადასცეს წითელი ლენტი, რომელიც რაკეტას გაშვებამდე აფიქსირებს.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ბენ უოლესმა დაადასტურა ლონდონის მიერ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow რაკეტების გადაცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი