რუსეთის ინტერსებში რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება ან ფსევდოსტატუსამდე დეგრადირება შედის, ეს ისტორიული და უკევ მრავალსაუკუნოვანი მოცემულობაა. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დღე არ მიულოცავს.
და ამ განზრახვების მქონე ქვეყნის ერთ-ერთი ამოცანა, როგორც ირკვევა, სწორედ საქართველოში დემოკრატიული ძალების განადგუირება და მათ შორის დამოუკიდებელი მედიის ნეირტრალიზაციაა, ცხადია ნებისმიერი გზებით. თავად სუს-ისვე აღიარებით, ნიკა გვარამიას მოსაკლავად რუსეთიდან პროფესიონალი ქილერები იყვნენ ჩამოსული.
ნიკა გვარამიას პატიმრობა, და თანაც უკანონო, პუტინისტური ცინიზმით გამოგონი საქმით, ასევე ეხმარება რუსეთის მიზანს, რაც შეიძლება მოწყვიტოს საქართველო მის დასავლურ, ისტოტირულ კურსს. და ამ მიზანს დღეს დიდი ენთუზიაზმით ასრულებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ღიად პოზიციონირებს, როგორც პრორუსული და სანქცირებული მოსამართლეთა კლანი.
ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ნიკას დაპატიმრება ამ ქვეყნის მტრებს გაახარებს. მაგრამ მთავარი მისი ძალა კიდევ ერთხელ გამოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე. სადაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში, ასე ერთი კაცის გამო შესაძლოა ერთად არც დამდგარიყვნენ, ადამაინები, ვისაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდა იდეალური ურთიერთობა 212-ე საკანში გამოკეტილ პატიმართან, მაგრამ მაინც ერთად იდგნენ. ხელისუფებასაც, რომელის ძალაუფლებაც პოლარიზაციასა და საზოგადოების დაყოფაზე დგას, ყველაზე მეტად ეს აშინებს ნიკაში - თვისება, ადამიანები, პოლიტკოსები და ორგანიზაციები ერთი მიზენის, თავისუფლების გარშემო გააერთიანოს და დარაზმოს.