BBC: ერდოღანი ამომრჩეველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა 

გამოქვეყნდა:

BBC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა.

ერდოღანმა მიმართვა სიმღერით დაიწყო და თქვა, რომ ხალხამ მას მისცა პასუხისმგებლობა, მართოს თურქეთი კიდევ ხუთი წლის განმავლობაში. 

"მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით..ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში" - თქვა ერდორანმა 

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის აკეთებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი