
აქცია "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ევროპული საქართველოსა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე დამონტაჟებულია ეკრანები, სადაც აქციის ორგანიზატორები აჩვენებენ ფილმებს, რითიც ისინი "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას უპირისპირდებიან.
სწორედ ამავე ეკრანებიდან მიმართეს ადგილზე შეკრებილებს საქართველოს ეროვნულმა გმირებმა, პირველი რესპუბლიკის შემქმნელებმა და თავისუფლებისთვის მებრძოლებმა.
ფოტო: კატო კოპალეიშვილი