იტალიაში, მაჯორეს ტბაში ნავი ჩაიძირა - დაიღუპა ორი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ იტალიაში მაჯორეეს ტბაში ნავი ჩაიძირა, რომელზეც 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ტურისტები, იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორს კი ეძებენ.

ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის მიზეზი უამინდობა იყო.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ნავზე 25 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი