თბილისში, ერთ-ერთი კაფე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა წელს უკვე სამჯერ გაქურდეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, კაფე "ნამუს" მეპატრონე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამედ გაქურდეს. ბოლო შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა.

ქურდობაში ამჯერადაც არასრულწლოვნები ფიგურირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო, იდენტიფიცირებულები არიან სავარაუდო დამნაშავეები, თუმცა კანონიდან გამომდინარე, მათი დაკავება ვერ ხერხდება. 

"ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მოხდა ძარცვა. პირველი მცდელობა, ასე ვთქვათ, საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ხელოსანი იყო და ვერ შემოაღწიეს. მეორე მცდელობის დროს, სამი ადამიანი იყო, შეძლეს, გვქონდა სალაროში თანხა დატოვებული, დაახლოებით 550 ლარის ოდენობით და ის თანხა წაიღეს. ბოლო შემთხვევა მოხდა 7-8 მაისის პერიოდში, იყო ორი ადამიანი, სალაროში დაახლოებით 200 ლარი იყო, წაიღეს. განვაცხადეთ პოლიციაში, მოითხოვეს ვიდეო მასალა, მივაწოდეთ, მაგრამ არანაირი უკუკავშირი არ ყოფილა", - ამბობს მფლობელი ანი ტიკარაძე.

იხილეთ ასევე: 

ავტორი: საბა ბუაძე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი