ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე გვიან ღამით სასმელების მაღაზია "პრემიერ ალკო" გაქურდეს. როგორც ცნობილია, სალაროდან წაღებულია 600 ლარი. სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ მაღაზიაში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები შევიდნენ.

როგორც მაღაზიის მფლობელი ამბობს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა არასრულწლოვნები ამ ობიექტს ძარცვავენ, თუმცა პოლიცია ფაქტზე ვერ რეაგირებს.

"პრემიერ ალკოს შოურუმი ამ მისამართზე უკვე მეორედ გაძარცვეს, ეს არის არასრულწლოვანთა დაჯგუფება, სავარაუდოდ, 11-12 წლის ბავშვები არიან. სხვადასხვა ჯგუფია, ვინც წინაზე გაძარცვა ისინი არ არიან, ესენი სხვები არიან, თუმცა არის ერთი დაჯგუფება, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ობიექტს ძარცვავენ, გამოძიება ამაზე არასდროს რეაგირებს. ადგილზე მოდიან, გამოიკითხავენ ამბავს, მაგრამ თავადაც მეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მეტს ვერაფერს ვაკეთებთ", - თქვა თინათინ დიდავამ.

მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდო დამნაშავეები ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არიან.

ავტორი: საბა ბუაძე.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი