არჩევნები და დეპორტაცია ომის პირობებში | პუტინმა საკანონმდებლო ცვლილებას ხელი მოწერა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას "საომარი მდგომარეობის შესახებ" კანონში. ცვლილება სხვა საკითხებთან ერთად, ანექსირებულ ტერიტორიებზე არჩევნებისა და მოსახლეობის დეპორტაციის საშუალებას იძლევა. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ან მთელ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მდგომარეობაა დაწესებული, ან მხოლოდ მის ნაწილზე.

ცვლილებები "საომარი მდგომარეობის შესახებ" კანონში შევიდა კანონპროექტის მეორე მოსმენამდე, რომელიც თავდაპირველად გვთავაზობდა ტერმინის "ფედერაციის საბჭოს წევრი [რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის] "რუსეთის ფედერაციის სენატორი" შეცვლას. კანონი 2022 წლის ივლისში შევიდა, პირველი მოსმენა კი 2023 წლის მარტში შედგა. შესწორებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს 17 მაისს და მესამე მოსმენით 18 მაისს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი