დღევანდელი დაბომბვის შედეგად დაშვებული 10 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს | სერგეი ლისაკი

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვის რაიონის პოკროვსკის თემის დაბომბვის შედეგად დაშავებული 10 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 3 დაშავებულის მდგომარება მძიმეა.

მისივე ცნობით, დაშავებულებს შორისაა 11 წლის ბავშვი.

"ათი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში სინელნიკოვის რაიონის დღევანდელი დაბომბვის შემდეგ. მათ შორის 11 წლის ბიჭია. დაშავებულებიდან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენი კი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია" - წერს ლისაკი.

არსებული ინფორმაციით,  დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, მოტეხილობები და თავის ტვინის დაზიანებები აღენიშნებათ.

დაშავებულთა უმეტესობა ზაპოროჟიეს რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი