გაფრთხილება და პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მისამართით. ქვეყნის მთავარსარდლის მიმართვის შემდეგ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც მმართველი გუნდის კრიტიკით იყო გაჯერებული, "ქართული ოცნება" მორიგ შეტევაზე გადავიდა.
პრეზიდენტის საკითხი პოლიტსაბჭოს განხილვის მთავარი თემა გახდა. სახელისუფლებო პარტია გავრცელებული განცხადებით ღიად მიუთითებს სალომე ზურაბიშვილს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან მიმართებით, რომელიც ხელისუფლების ინტერესებს არ პასუხობს ძვირი დაუჯდება.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტს დაუანონსა, რომ სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ გალაშქრების შემთხვევაში, ის პასუხისმგებელი "ქართული ოცნების" პარტიულ მომხრეებთან იქნება