"საქართველო არ აპირებს სანქციების დაწესებას და ამით საკუთარი მოქალაქეების დაზიანებას" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძეს თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა.

მისი თქმით, საქართველო არ აპირებს სანქციების დაწესებას და ამით საკუთარი მოქალაქეების დაზიანებას.

"არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ.  არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის პრინციპული პოზიცია, რადგან ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მოქალაქეებს.

ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, არ ვაპირებთ. გარდა ამისა, მინდა, ყველას შევახსენო ელემენტარული სტატისტიკა. 2022 წელს ევროკავშირისა და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა გახლდათ 258 მილიარდი ევრო, დღეში 700 მილიონი ევრო.  რაც არის ევროკავშირის ბრუნვა ოთხი დღის განმავლობაში, იმას ვაჭრობს საქართველო რუსეთთან. ასეთი საკითხები როცა არის ხელისგულზე, არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ მსგავს საკითხებზე.

თუ რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, ჩვენ სანქციების დაწესებით არც დე ფაქტო არც სხვამ რეალური სანქციების დაწესებით არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას" - ამბობს მდინარაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი