დრამატული ცვლილებები თურქეთის პოლიტიკაში არ იქნება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კვლავ პრეზიდენტის პოსტზე რჩება იმ კრიტიკული კითხვების მიუხედავად, რომლებიც თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არსებობს. ქვეყნის ოთხ უმსხვილეს ქალაქში დამარცხებულ ერდოღანს ადგილობრივი ოპოზიციაც და დასავლური ორგანიზაციების დიდი ნაწილიც მანიპულაციებში ადანაშულებს.
ოპოზიციის ლიდერები ჯერ კიდევ მეორე ტურის დასრულებამდე ამტკიცებდნენ, რომ თურქეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის მხარდასაჭერად აქტიურად მოქმედებდა კრემლი. დასავლური ორგანიზაციები კი ერდოღნის მხრიდან ადმინისტრაციული და მედია რესურსის გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას.