"შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ პრეზიდენტთან პოლემიკაში, ამის საფუძველს თავად პრეზიდენტი გვაძლევს" | მდინარაძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"დიასპორის დღეზე პროტოკოლზე პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა, პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას ადმინისტრაციის უფროსი არ უნდა პასუხობდეს, თუ პროტოკოლზეა საუბარი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია მთავართან შედარებით. ჩვენ არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას. შესაძლოა, ვიღაცების მიზანი [ შემხვევით ამ სიტყვას არ ვამბობ, პრეზიდენტზეც არ ვსაუბრობ] იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ აქტიურ დაპირისპირებაში პრეზიდენტთან, ამის საფუძველს პრეზიდენტი გვაძლევს, უხვად დაარიგა მსგავსი საკითხები თავის გამოსვლაში და მსგავსი გამონათქვამები, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ დაპირისპირებაში შეხვიდე, ხისტ კამათში შეხვიდე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება გარკვეული გეგმები, რომელთა აღსრულებაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს"

 თქვა "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი